PayBox -ის კაბინეტი

კაბინეტში მომხმარებლის რეგისტრაციის პროცედურა

1.      ეკრანზე გამოდის მომხმარებლის მასკირებული[1] ტელეფონის ნომერი ან შეტყობინება, რომ აღნიშნულ პირად ნომერზე არ ფიქსირდება ტელეფონის ნომერი.

2.      მომხმარებელი:მომხმარებელი აწვება სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალის მთავარი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ ღილაკ „კაბინეტს“, რითიც იწყებს კაბინეტში რეგისტრაციის პროცესს.

3.      მომხმარებელს შეჰყავს პირადი ნომერი და აწვება ღილაკს „შემდეგი“, რითიც UCC-ის მონაცემთა ბაზაში ავტომატურად მოწმდება მომხმარებლის პირად ნომერთან დაკავშირებული ტელეფონის ნომრები.

4.      UCC-ის მონაცემთა ბაზაში მომხმარებლის პირადი ნომრის არსებობის შემთხვევაში,

4.1.   აწვება მასკირებული ტელეფონის ნომრის გასწვრივ არსებულ ღილაკს „არჩევა“, რომლის საშუალებით მასკირებულ ტელეფონის ნომერზე იგზავნება OTP კოდი და სისტემა გადადის რეგისტრაციის შემდეგ ნაბიჯზე; ან

4.2.   აწვება ღილაკს „სხვა ნომრის ძიება“, რითიც ეკრანზე გამოჩნდება:

4.2.1. UCC-ის მონაცემთა ბაზაში აღნიშნულ პირად ნომერთან დაკავშირებული სხვა ტელეფონის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4.2.2. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხმარებელმა ვერ გაიარა ვერიფიკაცია და წყდება რეგისტრაციის პროცესი, სხვა ტელეფონის ნომრის არ არსებობის შემთხვევაში.

5.      ტელეფონის ნომრის არჩევის შემდეგ, მომხმარებელს შეჰყავს ტელეფონის ნომერზე მიღებულ 4 ნიშნა OTP კოდი და აწვება ღილაკს „შემდეგი“, რითიც UCC-ის სიტემაში მოწმდება გაგზავნილი და მომხმარებლის მიერ შეყვანილი 4 ნიშნა კოდის შესაბამისობა.

6.      თუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი კოდი არ ემთხვევა გაგზავნილ კოდს, მომხმარებელი აწვება ღილაკს „ხელახლა გაგზავნა“ და შეჰყავს ტელეფონის ნომერზე მიღებული 4 ნიშნა OTP კოდი მე-5 პუნქტის შესაბამისად.

7.      თუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი კოდი ემთხვევა სისტემის მიერ გაგზავნილ კოდს, სრულდება მომხმარებლის ვერიფიკაციის პროცესი და ეკრანზე გამოდის რეგისტრაციის შემდეგი ნაბიჯი, სადაც მომხმარებელს შეჰყავს სახელი და აწვება ღილაკს „დასრულება“, რის შემდეგაც იქმნება მომხმარებლის კაბინეტი.



[1] პირველი და ბოლო სამი ციფრი

კაბინეტის პროფილში მომხმარებლის ტელეფონის ნომრის დამატება

 

1.      „კაბინეტის პროფილში“ ტელეფონის ნომრის დამატებისთვის, მომხმარებელი აწვება სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალის მთავარი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ ღილაკ „პროფილს“.

2.      „კაბინეტის პროფილში“ მომხმარებელი აწვება მობილური ნომრის გასწვრივ არსებულ ღილაკს „დამატება“ და ეკრანზე გამოდის შემდეგი ეტაპი, სადაც მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს მობილური ტელეფონის ნომერი.

3.      მობილური ტელეფონის ნომრის შეყვანის შემდეგ, მომხმარებელი აწვება ღილაკს „შემდეგი“, რითიც ტელეფონის ნომერზე PayBox-ისგან იგზავნება OTP კოდი.

4.      მომხმარებელს შეჰყავს ტელეფონის ნომერზე PayBox-ისგან მიღებულ 4 ნიშნა OTP კოდი და თუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი კოდი ემთხვევა სისტემის მიერ გაგზავნილ კოდს, სრულდება მომხმარებლის ტელეფონის ნომრის დამატების პროცესი და ეკრანზე გამოდის შეტყობინება „მობილურის ნომერი წარმატებით დაემატა“.

5.      თუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი კოდი არ ემთხვევა გაგზავნილ კოდს, მომხმარებელი აწვება ღილაკს „ხელახლა გაგზავნა“ და შეჰყავს ტელეფონის ნომერზე მიღებული 4 ნიშნა OTP კოდი მე-4 პუნქტის შესაბამისად.

 

 

შენიშვნა 1. მომხმარებლის მიერ შეყვანილი ყველა ინფორმაცია და ეკრანზე განხორციელებული ქმედება, ილოგება სს ოპპას სისტემაში.

 

შენიშვნა 2. მომხმარებლის OTP კოდის გაგზავნიდან შეყვანამდე დრო არის 59 წამი.

ფორმა

Close Frame