PayBox -ის გათამაშების წესები და პირობები

წამახალისებელი გათამაშების ბილეთების გაცემის ბოლო ვადა:

  • 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

წამახალისებელი გათამაშების ჩატარების დრო, მეთოდი და ადგილი:

  • 2024 წლის 14 იანვარი, 21:00 სთ;
  • პირდაპირი ჩართვა (Live) PayBox - ის სოციალური მედიის გვერდებიდან (Facebook; YouTube).

გათამაშების აღწერა 

წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, ბილეთების დაგროვება მოხდება სს ”ოპპა“-ს მფლობელობაში არსებული PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების პირად „კაბინეტში“. გათამაშების მიმდინარეობის პერიოდში, PayBox-ის „კაბინეტის“ შექმნის ან არსებულ „კაბინეტში“ ავტორიზაციის შემდეგ, „კაბინეტის პროფილში“ ტელეფონის ნომრის დამატება ავტომატურად ნიშნავს გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელი პირობებია „კაბინეტის პროფილის“ ფლობა და „კაბინეტის პროფილში“ ტელეფონის ნომრის დამატება. გათამაშების ბილეთი არის ციფრული და გროვდება „კაბინეტის პროფილში“. ყოველი ბილეთ(ებ)ის დამატების შემდეგ, მომხმარებელი „კაბინეტის პროფილში“ მითითებულ ტელეფონის ნომერზე PayBox-ის სახელით იღებს SMS შეტყობინებას, როგორც ახალ დამატებული, ასევე ჯამურად დაგროვებული ბილეთების რაოდენობის შესახებ.

გათამაშების ბილეთ(ებ)ის დაგროვების პირობები:

1. PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალის „კაბინეტის პროფილიდან“ განხორციელებული ნებისმიერი სერვისის ყოველი 10 ლარის გადახდაზე მომხმარებელი მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს;

2. თუ გათამაშების დაწყების მომენტში მომხმარებელს არ აქვს შექმნილი „კაბინეტი“, რეგისტრაციის შემდეგ ის საჩუქრად მიიღებს გათამაშების 10 ბილეთს. დარიცხული ბილეთები მომხმარებლის „კაბინეტის პროფილში“ აისახება ტელეფონის ნომრის დამატებისთანავე;

3. „კაბინეტის პროფილში“ ყოველი ავტორიზაციის შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს 1 ბილეთს (ამ გზით 24 საათში მაქსიმუმ 1 ბილეთი). ეს ნიშნავს, რომ დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია ყოველდღე მივიდეს PayBox-ის სწრაფი გადახდის ტერმინალთან, შევიდეს პირად კაბინეტში და ნებისმიერი სერვისის გადახდის გარეშეც მიიღოს 1 ბილეთი.

2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა მომხმარებლის მიერ დაგროვებული ბილეთები პროგრამულად დაჯამდება და დადგინდება, თუ რომელ მომხმარებლისთვის რა რაოდენობის ბილეთის დაბეჭდვა უნდა მოხდეს. გათამაშების მიზნების და მოლოდინების გათვალისწინებით, დაბეჭდილი ბილეთების ჯამური რაოდენობა იქნება 500 000, ხოლო თითოეულ ბილეთს მიენიჭება უნიკალური ნომერი, ნუმერაციით 000 001-დან 500 000-ის ჩათვლით. გათამაშების მიმდინარეობისას, საჭიროებისამებრ გაიზრდება დასაბეჭდი ბილეთების რაოდენობა იმ ოდენობამდე, რა ოდენობის ბილეთიც ჩაერთვება გათამაშების სრული პერიოდის განმავლობაში. ბილეთების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში ორგანიზატორი აცნობებს სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ბილეთები დაიბეჭდება საქართველოს ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად და მასზე განთავსებული იქნება: 

  • მომხმარებლის ტელეფონის ნომერი;
  • ბილეთის უნიკალური N (ნუმერაციით 000 001-დან 500 000- ის ჩათვლით);
  • სს „ოპპას“ რეკვიზიტები;
  • გათამაშების ნებართვის N;
  • ბილეთების დაგროვების პერიოდი;
  • გათამაშების თარიღი. ბეჭდურ ბილეთებზე დატანილი იქნება უნიკალური დამცავი ნიშნ(ებ)ით.

გათამაშების პროცესის აღწერ

გათამაშება გაიმართება 2024 წლის 14 იანვარს, 21:00 სთ-ზე, PayBox-ის Facebook და YouTube არხების Live სტრიმების საშუალებით. დაბეჭდილი ბილეთები წინასწარ მოთავსდება გათამაშების დოლურაში, საიდანაც შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდება გამარჯვებულ(ებ)ი. შემთხვევითობით გამარჯვებულ(ებ)ის გამოვლენა ნიშნავს, რომ გათამაშების მიმდინარეობისას, ს.ს „ოპპა“-ს წარმომადგენლის მიერ (ამ შემთხვევაში გათამაშების წამყვანის) მოხდება დოლურის დატრიალება და დატრიალების შემდგომ 1 ჯერზე 1 ცალი ბილეთის ამოღება. ბილეთის ამოღების შემდეგ, გათამაშების წამყვანი, პირდაპირ ეთერში, მაყურებელს აჩვენებს ბილეთზე დატანილ ტელეფონის ნომერს, ბოლო სამი ციფრის გარეშე და შესაბამის ნომერთან განახორციელებს სატელეფონო ზარს. თუ 3 (სამი) მცდელობის შემდეგ მომხმარებელან დაკავშირების პროცესი დასრულდა წარუმატებლად, მაშინ ბილეთი უქმდება/ბათილდება და ხელახლა ხდება დოლურიდან ახალი გამარჯვებულის გამოვლენა. წარუმატებელი დაკავშირება ნიშნავს, თუ ზარის განხორციელების 3 (სამი) მცდელობის განმავლობაში:

  • არცერთ ჯერზე არ გავიდა ზარი;
  • ტელეფონის ნომერი იყო გათიშული;
  • ზარი ბოლომდე გავიდა, მაგრამ ზარის მიმღებმა არ უპასუხა;
  • ზარი გავიდა, მაგრამ დარეკვის პროცესში გათიშა ზარის მიმღებმა.
  • მომხმარებელი ითვლება გამარჯვებულად, თუ გათამაშების წამყვანსა და ზარის მიმღებს შორის შედგება კომუნიკაცია და გათამაშების წამყვანი მიაწოდებს ინფორმაციას მოგებასთან დაკავშირებით.

ერთი მომხმარებელი, მიუხედავად მისი ბილეთების რაოდენობისა, გახდება მხოლოდ ერთი პრიზის მფლობელი. თუ ერთხელ გამარჯვების შემთხვევაში მისი ტელეფონის ნომრის შემცველი ბილეთი ამოვა მეორედ, მაშინ მოხდება გადათამაშება და დოლურიდან სხვა ბილეთის ამოღება. გათამაშებას ეყოლება 4 გამარჯვებული; ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 60 000 ლარს, რომელიც გადანაწილდება 4 პრიზად:

  • 1-ელ პრიზად გათამაშდება - 10 000 ლარი;
  • მე-2 პრიზად გათამაშდება -   10 000 ლარი;
  • მე-3 პრიზად გათამაშდება  -  10 000 ლარი;
  • მე-4 და მთავარ პრიზად - 30 000 ლარი.

გათამაშების საპრიზო ფონდში მითითებული თანხები მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს/გადასახდელებს. გათამაშების წესების სიზუსტის დაცვისა და დოლურიდან ამოღებული ბილეთების უტყუარობის მიზნით, გათამაშების პროცესს დააკვირდება გათამაშების კომისია, რომელიც შედგება მინიმუმ 2 (ორი) პირისგან. გათამაშების დასრულებისთანავე, შედგება გათამაშების კომისიის ოქმი, რომელსაც ხელს მოაწერს კომისიის ყველა წევრი.

პრიზების გაცემა და პრეტენზიების განხილვა

გათამაშების პრიზები გაიცემა გათამაშების ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით. პრიზების გაცემა მოხდება გამარჯვებული პირის გამოცხადებიდან 6 დღის განმავლობაში. პრიზების გაცემა მოხდება სს „ოპპას“ სათაო ოფისში: 0160, თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 15, ბ ბლოკი, მე-3 სართული. პრიზის მისაღებად აუცილებელია გამარჯვებულმა წარმოადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
  • საბანკო რეკვიზიტები, უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში. პრიზის მიღებისას გამარჯვებულებთან დამატებითი წერილობითი შეთანხმებით, ორგანიზატორი/სს ოპპა უფლებამოსილია, რომ გამარჯვებულების ფოტო-ვიდეო მასალა გამოიყენოს ნებისმიერი სახის სარეკლამო მიზნებისთვის, ნებისმიერ მედია და სოციალურ არხზე.

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან სს „ოპპა“-სთან და მის შვილობილ კომპანიებთან (შპს ტესო ტექ სოლუშენს, შპს ასტერბიტი) შრომითი ხელშეკრულებით დაკავშირებული პირ(ებ)ი.

მომხმარებლის მხრიდან პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში, მომხმარებელმა პრეტენზია უნდა დააფიქსიროს შემდეგ მეილზე - marketing@paybox.ge, გათამაშებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. პრეტენზიის წერილში, პრეტენზიის არსთან ერთად, წარმომდგენმა უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი, რომლითაც იღებდა გათამაშებაში მონაწილეობას.

პრეტენზიების განხილვა მოხდება კომპანიის იურიდიული, მარკეტინგის, ფინანსური და აღმასრულებელი მენეჯმენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ, პრეტენზიის წარდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. პრეტენზიის წარმომდგენს გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება, პრეტენზიის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მიღებული პრეტენზიის მეილის პასუხად. გამარჯვებული პირის გათამაშებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ გასცეს პრიზი და არ განიხილოს მიღებული პრეტენზიები.

** 2024 წლის 14 იანვრის გათამაშების შედეგების და გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება (არასრული ტელეფონის ნომრები და სახელი-გვარები) 2024 წლის 15 იანვარს, PayBox-ის ოფიციალურ Facebook გვერდზე და ვებ-გვერდზე www.oppa.ge გათამაშების წესების და პირობების შესახებ მომხმარებელი ინფორმაციას მიიღებს უშუალოდ PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებში (კაბინეტში - გათამაშების წესების და პირობების გვერდზე), PayBox-ის სოციალური მედიის არხებში და სს „ოპპა“-ს ვებ-გვერდზე www.oppa.ge  - ზე.

გათამაშების შესახებ ყველა ტიპის ინფორმაციის მიღებას მომხმარებელი შეძლებს PayBox-ის ცხელი ხაზის ნომერზე:

032 220 30 00.

ფორმა

Close Frame