კომპანიის შესახებ

PAYBOX ქართულ, ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის მფლობელობაშია საქართველოში პირველი სწრაფი გადახდის ტერმინალების ბრენდი, რომელიც ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება და გადახდის 8 000-ზე მეტ წერტილს ფლობს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბრენდი 2008 წელს შეიქმნა, თანამშრომლებმა თავად ააწყვეს თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები და კომპანიამ დაიწყო ქსელის გაფართოება; გაიხსნა პირველი წარმომადგენლობები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

2009 წელს კომპანიამ გაზარდა PayBox -ების რაოდენობა 300 ერთეულამდე და ამავდროულად გახდა კუპიურების მიმღების (CashCode) ოფიციალური წარმომადგენელი, თანხის მიმღები მოწყობილობების დილერი და დისტრიბუტორი საქართველოში, რაც საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის პირველი სერიოზული წარმატება იყო.

მომდევნო წელს საქართველოს მასშტაბით დაიწყო თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების გაყიდვა.

კომპანიის მთავარი ღირებულებებია ინოვაცია, სიმარტივე, უსაფრთხოება, მოქნილობა და მუდმივი განვითარება.

PAYBOX -ის მიზანია ფიზიკური და ციფრული სამყაროების დაკავშირება.

PayBox

ფორმა

Close Frame