კომპანიის შესახებ

OPPA ქართულ, ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია 2018 წელს განხორციელებული რებრენდინგით განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და მომხმარებლებს ახალი მიმართულებები შესთავაზა.

დღეს OPPA -ს შემადგენლობაში 4 ბრენდი ერთიანდება: PayBox, Teso, Oppa Service,  Asterbit.

კომპანია ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება და გადახდის 8 000-ზე მეტ წერტილს ფლობს.

ბრენდი PayBox 2008 წელს შეიქმნა, თანამშრომლებმა თავად ააწყვეს თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები და კომპანიამ დაიწყო ქსელის გაფართოება. „სს ოპპა“ - მ გახსნა პირველი წარმომადგენლობები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

2009 წელს კომპანიამ გაზარდა PayBox -ების რაოდენობა 300 ერთეულამდე და ამავდროულად გახდა კუპიურების მიმღების (CashCode) ოფიციალური წარმომადგენელი, თანხის მიმღები მოწყობილობების დილერი და დისტრიბუტორი საქართველოში, რაც საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის პირველი სერიოზული წარმატება იყო.

მომდევნო წელს "სს ოპპა“ -მ საქართველოს მასშტაბით დაიწყო თვითმომსახურების სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების გაყიდვა.

კომპანიის მთავარი ღირებულებებია ინოვაცია, სიმარტივე, უსაფრთხოება, მოქნილობა და მუდმივი განვითარება.

Oppa -ს მიზანია ფიზიკური და ციფრული სამყაროების დაკავშირება.

კომპანიები, რომლებთანაც ვთანამშრომლობდით

ვისოლი
სილქნეტი
არდი
მაგთი
ვისოლი
სილქნეტი
მაგთი
არდი
მაგთი
არდი
სილქნეტი
ვისოლი
ვისოლი
სილქნეტი
მაგთი
არდი

ფორმა

Close Frame