კარიერა

კარიერა
პოზიცია
რეგიონი/ქალაქი
  • თბილისი
გრაფიკი გამოქვეყნებულია ბოლო ვადა
მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი თბილისი სრული განაკვეთი აპრილი 17 მაისი 17
PayBox საქართველოს ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. 200 ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი ქმნის პროდუქტს, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით.  PayBox  ფარავს 6500 ზე მეტ გადახდის წერტილს.
პოზიციის  მიზანია, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, მომხმარებლის დახმარება / კონსულტაციის გაწევა.
 
შენ უზრუნველყოფ:
  • მომხმარებლების სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას;
  • შემოსული ზარების/ჩატების მიღება - პასუხის გაცემას და შესაბამის რეაგირებას;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევას და დეტალური ინფორმაციის მიწოდებას;
  • მომხმარებლების ინფორმირებას კომპანიის პროდუქტების შესახებ;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან გამავალი ზარის განხორციელებას.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
  • უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში ნამუშევარ კანდიდატებს;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
  • სასურველია ინგლისური  ენის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ინოვაციურ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დამატებით დასვენების დღეებს;
  • ნაწილობრივ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას.
 
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.  გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.
განაცხადე ახლავე

ფორმა

Close Frame

ჩააგდე ფაილი აქ დაათვალიერე ფაილი

ფორმა

Close Frame