სატესტო რეჟიმი

OPPA-ს შესახებ

ქაოსი ბუნების კანონია, წესრიგი კი ადამიანის ოცნება

დღეს ფულის მართვა საკმაოდ დიდი თავის ტკივილია - უამრავი ვალდებულება, დაგროვების ბარათი და მოულოდნელი ტრანზაქცია ცხოვრებას, უბრალოდ, ზედმეტად გვირთულებს. სწორედ ამ ქაოსის დასამარცხებლად შევქმენით OPPA

რა არის OPPA?

OPPA უნივერსალური ელექტრონული საფულეა, რომელიც ადამიანებს ფულის მარტივად მართვაში ეხმარება. OPPA-ში თავს იყრის ყველაფერი, რაც შენს ფულს ეხება! საიმედოდ დაცულ სივრცეში შეგიძლია პრაქტიკული ფინანსური სერვისებით ისარგებლო - გადაიხადო, გადარიცხო და დააგროვო ფული რთული ოპერაციებისა და დამაბნეველი ბიუროკრატიის გარეშე

მისია

ჩვენი მისიაა, დავნერგოთ ფულის ელექტრონულად მართვისა და მოწესრიგების თანამედროვე კულტურა საქართველოში და გავუადვილოთ ადამიანებს ფულთან ურთიერთობა

ფასეულობები

მომხმარებელსა და სერვისზე ფიქრისას ჩვენი მთავარი ღირებულებებია ინოვაცია, სიმარტივე, უსაფრთხოება, მოქნილობა და მუდმივი განვითარება